ზუგდიდში 1994 წლის 29 აგვისტოს, მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის ინიციატივით, გაიხსნა პირველი ინფექციური საავადმყოფო სამეგრელოს რეგიონში. ის არის ამ პროფილის ერთადერთი კლინიკა სამეგრელო-ზემოსვანეთში, რომლის მომსახურებითაც ასევე სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობა.
საავადმყოფო გახსნის დღიდან დაკომპლექტდა პროფესიონალი კადრებით, რომლებიც დღეს-დღეობით აგრძელებენ მუშობას კლინიკაში. ისინი ჩართულნი არიან უწყვეტი განათლების სისტემაში, რაც ხელს უწყობს მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლებას . ინფექციონისტების მიერ დაავადებათა დიაგნოსტირება ხდება უახლესი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევის აღჭურვილობის დახმარებით. მიკრობიოლოგიური კვლევები კი ხორციელდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის განახლებულ რეგიონალური და ცენტრალურ ლაბორატორიაში. დაარსების დღიდან კლინიკა ჩართული იყო ინფექციური დაავდებების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. ამ წლების მანძილზე დაფიქსირდა მუცლის ტიფის, დიფტერიის და წითელას ეპიდაფეთქებები, რასაც ღირსეულად გაუმკლავდა კლინიკა თვისი რესურსებით.
პროგრამები
დაარსების დღიდან კლინიკა ჩართულია ინფექციური დაავდებების სტაციონარული მართვის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც პაციენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იხდის მცირე თანაგადახდის თანხას.
მიმდინარე პროგრამას გარკვეული დროის მონაკვეთში დაემატა შიდსისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები.
- 2005 წლიდან ფუნქციონირებს შიდსის პროგრამა , რომელიც ხელმისაწვდონმია დონორი ორგანიზაცია Global Fond ის დახმარებით. კლინიკაში მოქმედებს აივ ინფიცირებულების ამბულატორიული და სტაციონარული დახმარება. ამბულატორიული დახმარება ხორციელდება Global Fond-ის დაფინანსებით, ხოლო სტაციონარული მკურნალობა სახელმწიფო დაფინანსების საშუალებით.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება პაციენტების ბინაზე მონიტორინგი.
ამ ეტაპისთვის შიდსის პროგრამის ფარგლებში კლინიკას მომართა 400 ზე მეტმა პაციენტმა.
- 2015 წლის 10 აგვისტოდან კლინკაში დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის თანადაფინანსებული. პაცინტების გარკვეულ ჯგუფებს მკურნალობის საფასურის გადახდაში ეხმარება სამეგრელოს მუნიცეპალიტეტი.
დღეისათვის მოგვმართა 2000 ზე მეტმა ინფიცირებულმა ავადმყოფმა, ხოლო 356 C ჰეპატიტის მქონე ბენეფიციარი გადის ჩვენს კლინიკაში მკურნალობას.
უნდა აღინიშნოს, რომ სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში შეინიშნება C ჰეპატიტის და აივ ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ( დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 10%), რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჩვენი კლინიკის ფუნქციონირებას.
ამჟმად იგეგმება კლინიკის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი გაუმჯობესება.
კლინიკაში ლაბორატორიული გამოკვლევები ტარდება ევროპაში შემუშავებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად, გერმანიაში წარმოებული უახლესი აპარატურის დახმარებით – რაც ხარისხის გარანტიას იძლევა. ასევე ანალიზის აღების დროს დაცულია პაციენტის უსაფრთხოება, რასაც ერთჯერადი სამედიცინო ტექნიკური მასალით მომსახურება განაპირობებს. ანალიზების ხარისხი მოწმდება მუდმივად შიდა და გარე კონტროლის საშუალებით.
აპარატურა : Humastar-200
HumaClot Junior
HumaCount 30TS
BD FACS Presto
კლინიკა აღჭურვილია ექოსკოპიის და სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი ელასტოგრაფიის აპარატით.
კლინიკაში 24 საათი მოქმედებს უფასო საინფორმაციო სამსახური.