ცხოვრება C ჰეპატიტით – დანაშაული თუ სტიგმა

„სწრაფი ტესტირების შედეგად C ჰეპატიტის ვირუსი აღმომაჩნდა. სავარაუდოდ, დამიდგინდა ქრონიკული ფორმა.  სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა მჭირდება, თუმცა, არ ვიცი, კონფიდენციალობის დაცვა რამდენად შესაძლებელია. არ მინდა სამსახურში შემექმნას პრობლემები, რაც ნამდვილად მოსალოდნელია“. რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის სტერეოტიპის მსხვერპლია, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტით მხოლოდ  ისეთი მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლები ავადდებიან, როგორებიცაა: ნარკომანები და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის …

გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში, სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოში

დღეისათვის საქართველოში ათასობით ადამიანმა გადაიტანა გრიპი გართულების გარეშე. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მძიმე შემთხვევების მართვისათვის. მსგავსი სიტუაციების მართვის გამოცდილება საქართველოს ჰქონდა 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებზე, როდესაც დომინირებდა A/H1p ვირუსი. საქართველოში სიტუაცია ნაკლებად დრამატულია ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. 2016 წლის მე-5 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს …

აივ ინფექცია და მასთან დაკავშირებული სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემები 

დღეს აივ ინფექცია აღარ ითვლება სასიკვდილო დაავადებად, თანამედროვე სამკურნალო საშუალებების ფონზე ეს არის ქრონიკული მართვადი დაავადება, თუმცა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები აივ ინფექციის დიაგნოზს მაინც სასიკვდილო განაჩენად აღიქვამს. ამიტომ აივ ინფექციის დიაგნოზზე პირველი რეაქცია შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს – შოკი, გაღიზიანება, შიში, დაბნეულობა.  ამ დროს ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. აივ ინფექციის დიაგნოზმა შეიძლება ოჯახის წევრები …