მადონა სართანია
სამედიცინო მენეჯერი

მადონა სართანია

ქალბატონი მადონა გახლავთ საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი, მას აქვს 21 წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება, პროფესიით ის არის ექიმი-ინფექციონისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი, მისი უდიდესი გამოცდილება და გუნდური მუშაობის პრინციპი ეხმარება კლინიკას განვითარებაში.
ნატო ჯანაშია
ექიმი ინფექციონისტი

ნატო ჯანაშია

დასრულებული აქვს ლატვიის სამედიცინო აკადემია 1997წელს. 1998, 2002 წლებში გაიარა დიპლომის შემდგომი სახელმწიფო სამედიცინო განათლება აკადემიაში, გავლილი აქვს ტრენინგები ინფექციურ სნეულებებში ( ანაერობული ინფექციების ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა, კრიტიკული მდგომარეობები და მათი კორექცია ინფექტოლოგიაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა აივ ინფექცია/შიდსი: ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტიკა, გართულებები, მკურნალობა, პრევენცია და მართვა. ეგზოტოქსიური ინფექციების მართვა. ახალი ანტიბიოტიკები და ახალი პრობლემები ინფექტოლოგიაში, განსაკუთრებით...
ნონა თოლორაია
ექიმი-ინფექციონისტი

ნონა თოლორაია

დაარსების დღიდან მუშაობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.  დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიარა ორდინატურის კურსი ბავშვთა ინფექციონისტის სპეციალობით. სერთიფიცირებულია ინფექციურ სნეულებებში. ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა სსდ 112 სამედიცინო ბრიგადის ექიმად.
მარინა ქილორავა
ექიმი-ინფექციონისტი

მარინა ქილორავა

მუშაობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში  დაარსების დღიდან. დამთავრებული აქვს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.ინტერნატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ბაზაზე. ქალბატონი მარინე სერტიფიცირებულია , როგორც პედიატრიაში, ასევე ინფექციურ სნეულებებში და საოჯახო მედიცინაში.2009წლიდან   ჩართულია გლობალური ფონდის ,,აივინფექცია/შიდსით დაავადებულთა გადარჩენის მაჩვენებლებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების” პროექტში ბინაზე პალიატიურ მზრუნველობას დაქვემდებარებული ავადმყოფების მობილური...
ლალი დარახველიძე
ექიმი-ინფექციონისტი

ლალი დარახველიძე

მუშაობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დაარსების დღიდან , დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ის გახლავთ კლინიკის წამყვანი ექიმი –  ინფექციონისტი აქვს ამ სფეროში  28 წლის სამუშაო გამოცდილება, შიდსის პროგრამაში ჩართულია 2005 წლიდან, მიღებული აქვს მონაწილეობა გლობალფონდის სხვადასხვა ტრენინგში, აღრიცხვაზე ყავს მედიკამენტოზურ მკურნალობაზე 244 პაციენტი.
ნატო სართანია
ექიმი-რადიოლოგი

ნატო სართანია

ქალბატონი ნატო გახლავთ კლინიკის ექიმი რადიოლოგი, ის მუშაობს ექოსკოპიისა და ელასტოგრაფიის აპარატზე (ელასტოგრაფიის აპარატი გახლავთ ერთადერთი მთელს რეგიონში), მას გავლილი აქვს რეზიდენტურის კურსები და მიღებული აქვს სამუშაო გამოცდილება ფრიდონ თოდუას კლინიკაში რადიოლოგიის მიმართულებით.
მაკა ანთელავა
ექიმი ინფექციონისტი

მაკა ანთელავა

თამარ ანთელავა—-ექიმი ინფექციონისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1993 წელს. 1993-94 წწ-ში გაიარა სუბორდინატურა ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში . 1994 წლიდან მუშაობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმ-ინფექციონისტად. 1998 წელს გაიარა დიპლომის შემდგომი განათლება სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში. გავლილი აქვს ტრენინგები ინფექციურ სნეულებებში (ანაერობული ინფექციების ბაქტერიული დიაგნოსტიკა, კრიტიკული მდგომარეობები და მათი კორექცია ინფექტოლოგიაში, ეგზოტოქსინური ინფექციების მართვა,...